მიხეილ სააკაშვილი წერილს აქვეყნებს:
,,უნდა ვთქვათ ჯერ ქვეყანა, მერე პარტია და საკუთარი თავი.
მოდით შევეშვათ წარსულზე კამათს – მანდ მაინც ვერ შევთანხმდებით. შევთანხმდეთ მომავალზე!
ჩვენთვის ჩემი ხელისუფლების წარსული საამაყოა და ასე ფიქრობს ქართველების უმრავლესობა, ზოგისთვის პრობლემატური, შევწყვიტოთ კამათი და ვკონცენტრირდეთ მომავალზე.
რა თქმა უნდა, პრიორიტეტი რჩება პარტიების გაერთიანება, უმრავლესობის თვალში იმდენად ცოტა რამე გვყოფს, რომ ეს არაფერია გაერთიანების სიკეთეებთან შედარებით, ჩვენ კი უბრალოდ არ გვაქვს უფლება, მთელი თაობა გავწიროთ ივანიშვილის ბნელეთში საცხოვრებლად.“




