“ლიონისა” და სენეგალის ნაკრების მცველმა მუსა ნიახატემ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებას უპასუხა, რომ მატჩის დროს მისი გუნდის მიერ მოედნის დატოვების გამო, ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალათ, მაროკო კი აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულად გამოაცხადეს.
ნიახატემ თავის „ინსტაგრამზე“ მედალთან და თასთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: „მოდით და წაიღეთ (შესაძლოა, ეს სპარტის მეფის ლეონიდასის სიტყვებზე მინიშნებაა, როდესაც ძვ.წ. 480 წელს თერმოპილეს ბრძოლამდე სპარსელებმა იარაღის ჩაბარება მოითხოვეს). გაგიჟდნენ!“.
მან ასევე გამოაქვეყნა დაჯილდოების ცერემონიის ფოტო და დაწერა: „ეს ხელოვნური ინტელექტი არ არის, ეს რეალურია“.

