“მოდით გავაკეთო ფული ერთად” – ზელენსკი ტრამპს სარფიან გარიგებას სთავაზობს

ზელენსკი დიპლომატიის მასტერკლასს ატარებს და ძალზე “ფასეული-ძვირადღირებული ბერკეტით” წარმოდგება მოლაპარაკებათა მაგიდაზე, სადაც სარფიან გარიგებას სთავაზობს დონალდ ტრამპს – უკრაინის მხარდაჭერისა და ომის დასრულების ღირსეული პირობების, ძლიერი პოზიციების უზრუნველყოფის ნაცვლად.
“არის ოქრო, არის ქვანახშირი, არის ტიტანი, რკინა, მანგანუმის მადნები,” — ზელენსკიმ Reuters-ის ჟურნალისტებს უკრაინის სასარგებლო წიაღისეულისა და იშვიადი მეტალების ინფოგრაფიკული რუკა აჩვენა.
უკრაინის პრეზიდენტის მთავარი აქცენტები REUTERS-ისთვის გამართული პრეზენტაციიდან უკრაინის სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით:
“ ჩვენ ვეუბნებით ამერიკელებს, მოდით გავაკეთო ფული ერთად – ჩვენ მოხარულები ვიქნებით იმ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე, რომელიც დაგვიცავს ჩვენ და იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი”.
“რუკა გადაეცა ტრამპის გუნდს. -ს ეს რესურსები სჭირდება ავიაციის, კოსმოსური ინდუსტრიისა და მედიცინის განვითარებისთვის. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე ტრამპის გუნდთან- აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელთან უკრაინის საკითხებზე, კიტ კელოგთან და მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცთან. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.” .
ს გააჩნია ურანის ყველაზე დიდი რეზერვები ევროპის კონტინენტზე და თქვენ წარმოიდგინეთ- თუ ეს სიმდიდრე რუსების, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ხელში ჩავარდება, ისინი მნიშვნელოვნად გამდიდრდებიან”.
“ტრამპს სრულიად შეუძლია პუტინი დონბასიდან გააძევოს, რათა აშშ-მ იქ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიწყოს”
“ რუსებმა დაიკავეს ტერიტორიები უნიკალური სახეობის ქვანახშირით, რომელიც ჩვენ აღარ გვაქვს და ახლა მას დნესტრისპირეთში გზავნიან თავიანთი ელექტროსადგურების მუშაობისთვის”;
ს შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის 20%-მდე დაიკავეს; ”
“უმჯობესია, თუ უკრაინაში ამერიკული ბიზნესი შემოვა, იმუშავებს და გამოიმუშავებს თანხას- ეს გაცილებით უკეთესი და მომგებიანი ვარიანტია იმაზე, ვიდრე მეზობლის ყოლა, რომელმაც უბრალოდ მოგვპარა ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის”.
წყარო: