მოდენის ხელისუფლებას აღარ სურს უმასპინძლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის “აღორძინებისადმი” მიძღვნილ გამოფენას

იტალიის ქალაქ მოდენის ხელისუფლებამ 9 იანვარს განაცხადა, რომ აღარ უმასპინძლებს ს მიერ ოკუპირებული უკრაინის ქალაქ მარიუპოლის “აღორძინებისადმი” მიძღვნილ გამოფენასა და კონფერენციას.
გადაწყვეტილებას მიესალმა ს მთავრობა. რუსეთის კულტურის ასოციაციამ ემილია რომანიაში, იტალიის ჩრდილოეთის რეგიონში, დაიქირავა სამოქალაქო დარბაზი მოდენაში 20 იანვარს ღონისძიების ჩასატარებლად, სახელწოდებით “მარიუპოლი – აღორძინება ომის შემდეგ”. მაგრამ მუნიციპალურმა საბჭომ განაცხადა, რომ ღონისძიებამ “შეიძინა ში რუსეთის შეჭრის ღია მხარდაჭერის ნიშნები”.
ასოციაციის შეტყობინებები არ შეესაბამებოდა მის მიერ აღებულ ვალდებულებას იტალიის კონსტიტუციის ღირებულებათა დაცვის შესახებ, დასძინა მან, “კერძოდ, ფაშისტური და რასისტული იდეოლოგიის აღიარებისა და/ან განხორციელების აკრძალვის დაცვას”.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეჰ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ სამინისტრომ თხოვნით მიმართა მოდენას, გაეუქმებინა ამ, მისი თქმით, “პროპაგანდისტული” გამოფენის ჩატარების ნებართვა. “ჩვენ გულწრფელად მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მადლობელი ვართ როგორც მერიის, ასევე, უკრაინელებისა იტალიაში, რომელთაც არ დაუშვეს იტალიური საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მარიუპოლსა და უკრაინაში რუსეთის დანაშაულების შედეგებთან დაკავშირებით”, განაცხადა მან.
მარიუპოლი, საპორტო ქალაქი აზოვის ზღვაზე, დაეცა რუსული ძალების შეტევის შედეგად მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად, მიწასთან გასწორდა ერთთვიანი ალყის პირობებში 2022 წლის გაზაფხულზე, და მას შემდეგ ოკუპირებულია რუსული არმიის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება