მოგიწოდებთ, სრულ იზოლაციაში მოაქციოთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება – გოშევსკა ევროკომისიას

ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფიდან, მალგოჟატა გოშევსკა ევროკომისიას საქართველოს ხელისუფლების “სრული იზოლაციისკენ” მოუწოდებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
“2020 წლის შემდეგ, საქართველო უკან, ავტორიტარული რეჟიმისკენ მიიწევს და სამწუხაროდ, ისინი, რომლებიც ქვეყნის სათავეში დგანან, სარგებელს სგან იღებენ.
დროა, დასკვნები გამოვიტანოთ. მე მოგიწოდებთ, კომისარო, რომ სრულ იზოლაციაში მოაქციოთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ევროპული დახმარების გაყინვით, სავიზო რეჟიმის დაწესებითა და საერთაშორისო მასშტაბით რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სანიტარული კორდონის შექმნით”, – განაცხადა გოშევსკამ.
დღეს, 13 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს შესახებ დებატები იმართება.
“საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” – ამ სახელწოდებით დებატების ინიციატორი ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოა. იგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ექვს კოლეგასთან ერთად.
იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დებატები 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგში შესულიყო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ.
დღევანდელ სესიაზე ნატალი ლუაზომ წინადადება, დააყენა, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი თავი შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა