„მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივი პროექტის გახსნას… ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“ – ირაკლი კობახიძის განცხადება

„მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივი პროექტის გახსნას… ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“ – ირაკლი კობახიძის განცხადება
მთავრობის მიერ წამოწყებული პროექტი, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი დასრულდა.

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ობახიძემ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

„მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივი დღეს, ამ არაჩვეულებრივი პროექტის, ბაგების საავტომობილო ხიდის გახსნას. ეს ტერიტორია მახსოვს რამდენიმე წლის წინ, როდესაც იყო აბსოლუტურად განუვითარებელი, ნაცრისფერი სივრცე ჩვენს ქალაქში და მას შემდეგ, რაც განხორციელდა პირველი ინფრასტრუქტურული პროექტები, სრულიად შეიცვალა იერსახე ქალაქის ამ ტერიტორიამ, განვითარდა გარშემო მთელი სივრცე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის და ეს პროექტიც ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ამიტომ მინდა, მივულოცო ეს დღე თბილისელებს, ყველას, ვისაც უხარია ჩვენი დედაქალაქის განვითარება.

მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, ეს პროექტიც განსაკუთრებული გემოვნებით არის შესრულებული, განხორციელებული და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პირადად ქალაქის მერს, ს და მთლიანად მერიის შემადგენლობას. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში, რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებაში. წარმატებები მინდა, ყველას გისურვოთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ამ არაჩვეულებრივი პროექტის დასრულებას“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები