მოგზაურთა 60%-ზე მეტი მზადაა, მოგზაურობის დაგეგმვისას AI ასისტენტისთვის გადაიხადოს

Amadeus-ის კვლევის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით მოგზაურთა დაახლოებით 64% მზადაა გადაიხადოს ს ასისტენტისთვის, რომელიც მათ მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში დაეხმარება, ხოლო 17% მზადაა გადაიხადოს მოგზაურობის მთლიანი ღირებულების 5%-მდე.
თუმცა, გამოკითხულთა მეოთხედმა აღიარა, რომ ს გამოყენებისას არაზუსტ ან მოძველებულ ინფორმაციას იღებდა, ხოლო კიდევ ერთმა მეოთხედმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიას არ შეეძლო მათი პირადი პრეფერენციების ამოცნობა.
ხელოვნური ინტელექტის მთავარ უპირატესობებს შორის მომხმარებლებმა დაასახელეს დროის მნიშვნელოვანი დაზოგვა (42%), პერსონალიზებული რეკომენდაციები (37%) და ახალი მიმართულებების აღმოჩენა (36%). გამოკითხულთა თითქმის 35%-მა ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიამ მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო თავდაჯერებული გახადა.