მოგვიწევს საქმიანობის შეჩერება. „უცხო ძალის“ იარლიყით სამინისტროებში ვერ მივალ – მურმან მარგველაშვილი

ანალიტიკური ცენტრი „საერთაშორისო გამოცდილება – საქართველო“, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ანუ ე.წ. „რუსული კანონის“ მოქმედების ქვეშ ექცევა, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას არ აპირებს.
ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) არის დამოუკიდებელი, არამოგებიანი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც 2006 წლიდან მუშაობს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საქართველოში. WEG-ის მიზანია, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური მდგრადობის და დემოკრატიული განვითარების გაძლიერება საქართველოში ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით.
მურმან მარგველაშვილისთვის უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია შეურაცხმყოფელია, ამიტომ თავისი ნებით რეესტრში არ დარეგისტრირდება, ხოლო თუ ძალით დაარეგისტრირებენ, მოუწევს საქმიანობა შეაჩეროს.
ვრცლად bm.ge – ზე