ლა ლიგის მეთვრამეტე ტურში “ბარსელონამ” “ესპანიოლი” 2:0 დაამარცხა. მიუხედავად გამარჯვებისა, “ესპანიოლს” მთელი შეხვედრის განმავლობაში უამრავი მომენტი ჰქონდა, თუმცა “ბლაუგრანას” კარის დარაჯმა ჟოან გარსიამ ყოფილ გუნდთან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
შეხვედრის შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას არ იმსახურებდა.
“გამარჯვება არ დაგვიმსახურებია. იმ დონეზე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვსურდა. მოხარული ვარ, რომ გუნდში ჟოან გარსია გვყავს, მას დიდებული სეზონი აქვს და ჩვენს გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მატჩის შემდეგ ჟოანს ვესაუბრე მაგრამ ის ისეთივე მშვიდი და თავდაჯერებული იყო, როგორც ყოველთვის. უმაღლეს დონეზე სწორედ ამიტომ თამაშობს”, – განაცხადა ფლიკმა.
“ბარსელონა” 49 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან “რეალს” 7 ქულით უსწრებს და შემდეგ მატჩს 7 იანვარს ესპანეთის სუპერთასზე “ატლეტიკთან” ჩაატარებს.
დღეს “რეალი” “ბეტისს” უმასპინძლებს და ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.
“ბარსელონას” ახალი მეკარე ეყოლება – ტერ შტეგენი ტრანსფერზეა
მიქაუტაძის გარეშე – “ვილიარეალმა” მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მწვრთნელს თავი მოაწონა – “ბარსელონა” რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ბასტონიმ შესაძლოა, “ინტერი” დატოვოს – იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
მიქაუტაძემ შიძლება “ესპანიოლთან” ვერ ითამაშოს
“ინშალა”. გოლი ყოველ 5 წუთში “რეალის” კარში – ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
“ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?” – შჩესნის მოულოდნელი პასუხი
“მაშინ “ბარსელონა” ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ…” – რობერტ ლევანდოვსკი
[VIDEO] “ბარსელონამ” “ესპანიოლს” გამარჯვება გამოგლიჯა – “ბარსას” მეკარე ვირთხას შეადარეს
[VIDEO] უმძიმესი კადრები “ელ პრატიდან” – “ესპანიოლი” “ბარსელონას” მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
“ბარსელონაში” გადასვლა ძვირად დაუჯდა – გარსია სახლიდან ვეღარ გადის



