მობილური ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

ტექნოლოგიური ბრენდი OnePlus თავისი მობილური ტელეფონების შემოქმედებით ძალას გვაჩვენებს და OnePlus Photography Awards-ის ღონისძიებას ყოველწლიურად მართავს, რათა ფოტოგრაფიის მიღწევები იზეიმონ. ეს კი International Photography Awards-ისა და OnePlus-ის პარტნიორობის შედეგია.
„ეს მხატვრული ნიჭისა და კრეატიულობის შესანიშნავი გამოვლინებაა, რომელიც სამყაროს ყველა კუთხიდან მობილური ტელეფონების დახმარებით მივიღეთ. ჩვენ ვამაყობთ ამ თანამშრომლობით, რადგან ამით მობილური ფოტოგრაფიის რეალური პოტენციალი და ძალაუფლება დავინახეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა დიდებული ფოტოგრაფია მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ და ამასთან, წავახალისოთ ყველა, ვისაც ტელეფონი აქვს, გახდეს ფოტოგრაფი, რომელსაც განსაკუთრებული მომენტების დაფიქსირება და გაზიარება შეუძლია“, — აცხადებს ჰოსეინ ფარმანი, International Photography Awards-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
OnePlus Photography Award-ის მთავარი ჯილდო ფოტოგრაფმა ჰუაონ აომ ჩინური ახალი წლის ფოტოთი დაიმსახურა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ მიდის მოცეკვავე სიბნელეში. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მობილურ ტელეფონებს ნებისმიერ სინათლესთან გამკლავება შეუძლია. რაც შეეხება სხვა სურათებს, კონკურენცია სამ მთავარ კატეგორიაში მიმდინარეობდა — Infinite Nature, City Voice და Visions of Night. იდუმალებით სავსე ყინულის გამოქვაბულიდან გადაჭედილ მეტროს ვაგონებამდე აქ ყველაფერს იხილავთ:
“Fire Dragon Dancer at the Night” by Zhuowen Ao. Grand Winner. Shot with OnePlus 11