მოაწერს ხელს და მიუჯდება “ვივამედში” სააკაშვილს – მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ ს Le Monde-თან ინტერვიუს ეხმაურება. მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, კლინიკა “ვივა მედში” მიუჯდება მას გვერდით.
“რაც შეეხება შეწყალების მექანიზმს, მისი პიროვნება თავიდან ბოლომდე იქნება განადგურებული და არა მხოლოდ განადგურებული. ის საზოგადოება, რომელიც დაზიანდა, ზოგი სიცოცხლის მოსპობით, ზოგი ჯანმრთელობის დაზიანებით, ზოგი ქონების დაკარგვით, ოჯახების განადგურებით და ასე შემდგომ. ამ ყველაფერზე მოაწერს ხელს და, რეალურად, მიუჯდება ვივამედში სააკაშვილს,” -ამბობს “ხალხის ძალის” წევრი.
ცნობისთვის, ზურაბიშვილს ჟურნალისტმა უთხრა, რომ ევროპარლამენტარები მესამე პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებენ და აპირებს თუ არა ამას, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის უკეთაა – “მის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია. უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, ის ხაზს უსვამს, რომ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. სხვა კომენტარი არ მაქვს”.