“მნიშვნელოვანი ცვლილება “ნაციონალურ მოძრაობაში” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ნაც.მოძრაობაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმიანება.
“მნიშვნელოვანი ცვლილება “ნაციონალურ მოძრაობაში” – პირველად პარტიას ჰყავს ქალი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.
თიკა პოლიტიკაში მოვიდა 2012 წელს არჩევნების შედეგად და უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა ბოლო 12 წელიწადში.
თიკას ფანტასტიკური განათლება აქვს მიღებული. საშუალო სკოლა დაამთავრა ამერიკაში, შემდეგ დაასრულა ტაფტის უნივერსიტეტის სრული კურსი (ფლეტჩერის დიპლომატიური სკოლის, რომელშიც რამდენიმე წლის წინ მეც ვასწავლიდი), შემდეგ სწავლა გააგრძელა ევროპაში და დაამთავრა ჟენევის ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. თიკა მშობლიური ენის დონეზე ფლობს რამდენიმე უცხო ენას და არის სამი შვილის დედა, ძალიან შეუპოვარი ადამიანია, რომელიც ზუსტად ერგება დღევანდელ ყოფნა-არყოფნის დონის გამოწვევებს.
მოიქცა ძალიან ღირსეულად, მიუხედავად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობისა, პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ჩვენს მიზნად რჩება დიდი ერთობა. მთელი დარჩენილი დრო უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებასთან და პოლიტიკოსებთან ამ მიმართულებით. თუ ის არ გამოვა, მაშინ იმდენად ერთად გავერთიანდებით საერთო პლატფორმაზე, რამდენადაც შევძლებთ.
ყველა შემთხვევაში, ამ არჩევნებზე ჩვენ გვეყოლება მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე და მტერი – ეს არის ოლიგარქის ჯგუფი. ყველა დანარჩენი პარტია ჩვენთვის, ერთის მხრივ, საარჩევნო კონკურენტია და მეორეს მხრივ, მომავალი კოალიციური პარტნიორი, მაგრამ ვიმეორებ, ეს არაა საუკეთესო ვარიანტი.”- წერს , რომლის პოსტიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს