“მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ადრეული გაფრთხილების სისტემების გაფართოების კუთხით,” – სონღულაშვილი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობები არსებობს; ევროპული ინტეგრაციის გზაზე უნგრეთი საქართველოს სანდო და მტკიცე პარტნიორია.
„გარემოს დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გაზრდილმა საბიუჯეტო დაფინანსებამ და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა როგორც საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებთან დაახლოების, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესების მიმართულებით. საქართველო აქტიურად ახორციელებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ასევე, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟებისა და გაფართოების კუთხით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ