“მნიშვნელოვანია, ქვეყანაში საერთაშორისო ფონდები შემოვიდნენ” – რა გამოწვევები აქვს ბიოტექნოლოგიურ სექტორს?

ბიოტექნოლოგიური კომპანია Oxgen solutions-ის დამფუძნებელი, ვლადიმერ ბარამიძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ბიოტექნოლოგიური სექტორის გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ბიოტექნოლოგიური მიმართულებით, საჭიროა ცნობიერების ამაღლება, რათა სექტორი განვითარდეს. ასევე, მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაც.
„ვაწარმოებთ რეაქტივებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მოლეკულური ბიოლოგიური ანალიზები გავაკეთოთ, რაშიც შედის დნმ-ისა და რნმ-ის კვლევაც. ეს საშუალებას გვაძლევს ონკოლოგიური, ინფექციური და სხვა კვლევების მიმართულებებით ვიმუშაოთ და სწრაფად და მაღალი ხარისხით და სიზუსტით დავადგინოთ, რა ხდება და რა ორგანიზმთან გვაქვს საქმე. კოვიდის შემდეგ ყველამ იცის PCR ტესტი, თუმცა ჩვენ, ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, როდესაც არავინ იცოდა მის შესახებ და ახალი ტექნოლოგია იყო. დღეს კი, უკვე ვხვდებით, რომ ეს ანალიზები აუცილებელია და ყველგან უნდა კეთდებოდეს.