მნიშვნელოვანია საჯარო სივრცეში დისკუსია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობაზე – ბუაძე

კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით დისკუსია საჯარო სივრცეში გადავიდეს.
მისი თქმით, საჯაროდ უნდა ისაუბრონ იმაზე, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას ან მონაწილეობაზე უარის თქმას.
„რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტ აქტუალობას იძენს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობის საკითხი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს დისკუსია გადმოვიტანოთ, მათ შორის, საჯარო სივრცეში და ერთმანეთს ვესაუბრებოდეთ იმაზე თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ორივე პოზიციას. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ერთიანი სულისკვეთება… ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა იყოს მიღებული, სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა იყოს მიღებული, რომ რა შეგვიძლია ჩვენ ერთიანი, კოორდინირებული ბრძოლით გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავაახლოოთ ამ რეჟიმის დასრულება“, – განაცხადა საბა ბუაძემ „ტვ პირველთან“.
დღეს, 27 მაისს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მისი პარტია ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის ემზადება.
გახარიას არ დაუკონკრეტებია გულისხმობს თუ არა ის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს, რომელში მონაწილეობაზეც ოპოზიციური პარტიების ნაწილი უარს აცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?