მნიშვნელოვანია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი განახორციელებს სხვადასხვა უწყებების კოორდინაციას, ადრეული და სკოლამდელი განათლების განვითარების საკითხზე

მნიშვნელოვანია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი განახორციელებს სხვადასხვა უწყებების კოორდინაციას, ადრეული და სკოლამდელი განათლების განვითარების საკითხზე
„ჩვენ განვიხილეთ ის რეკომენდაციები, რომელიც ბაგა-ბაღების მიმართულებით უნდა განხორციელდეს სხვადასხვა უწყებების ჩართულობით. თემა საკმაოდ მრავალფეროვანია იმ თვალსაზრისით, რომ მონაწილეობს რამდენიმე სამინისტრო და უწყება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ეკა სეფაშვილმა, რომელმაც თელავში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კომიტეტის მიერ ჩატარებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში – გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“- კონფერენციის ფარგლებში შემუშავებულ ანგარიშზე და მასში ასახულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.
„ჩვენ განვიხილეთ ის რეკომენდაციები, რომელიც ბაგა-ბაღების მიმართულებით უნდა განხორციელდეს სხვადასხვა უწყებების ჩართულობით. თემა საკმაოდ მრავალფეროვანია იმ თვალსაზრისით, რომ მონაწილეობს რამდენიმე სამინისტრო და უწყება. მაგალითად: განათლების სამინისტრო, რომელიც შინაარსობრივ საკითხზე აგებს პასუხს, ასევე რეგიონალური განვითარების სამინისტრო, რომელსაც სხვა ტიპის საკითხები ეხება, მათ შორის ბაღებში დასაქმებულთა საკითხები: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ჯანდაცვის სამინისტრო და ა.შ. ძალიან ბევრი უწყებაა ჩართული და აქედან გამომდინარე სავსებით ლოგიკური და სწორი მიდგომაა, რომ განათლების კომიტეტი განახორციელებს სხვადასხვა უწყებების კოორდინაციას, რათა შემუშავდეს ისეთი ტიპის მიდგომები და ისეთი ტიპის რეფორმირება საბავშვო ბაღებში, რომელიც შეეხება ამ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანს და არ მივიღოთ ისეთი სურათი რომ ცალკეულმა სამინისტრომ შეიმუშავა რაღაცა რეფორმა, რომელიც ეხება საბავშო ბაღის გარკვეულ პერსონალს და არა ყველას. სწორად ამიტომ ჩვენი კომიტეტის ორგანიზებით და კოორდინირებით დაგეგმილია და შემუშავებულია ეს რეფორმა, რაც ყველაზე სწორი მიდგომაა ამ თვალსაზრიდით.
რა თქმა უნდა, არის ბევრი რეკომენდაცია. პირველ რიგში ეს ეხება პროფესიაში შესვლის, დარჩენისა და გაძლიერების სქემის შემუშავებას, რომელსაც ასევე მიებმება სახელფასო სქემა და საბაზისო ანაზღაურების თემა. ვიტყოდი, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაცია, რომელიც შეეხება საბავშვო ბაღების აღსაზრდელების სასწავლო პროგრამების კურიკულუმში პატრიოტული და ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებას, ჩვენი მულტიპლიკაციური, ეროვნულ ფოლკლორული გმირების და ავტორების პოპულარიზაციის გზით, რაზეც უკვე გამოთქვა თანხმობა განათლების სამინისტრომ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და განსაკუთრებით იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, რომელსაც აწყდება არამარტო საქართველო, არამედ თანამედროვე მსოფლიოს ყველა ქვეყანა. მე ვიტყოდი, რომ ეს არის არამხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის საქმე, არამედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების თემაც. პირადად მე ვთვლი, რომ ეს რეკომენდაცია ყველაზე მნიშვნელოვანია და სხვა ყველაფერი უნდა მიებას იმას, რომ ეს რეკომენდაცია შესრულდეს სწორად, კარგად და ჩვენ გავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა, ქვეყნისა და ერის ჭეშმარიტ პატრიოტად და მოამაგედ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს