მნიშვნელოვანია, ნატო-მაც გადაიღოს ევროკავშირის მიდგომები და გვითხრას ზუსტი კრიტერიუმები, ასევე ჩანდეს, რომ პროგრესი როდესაც იქნება, ამას გადაწყვეტილებები მოჰყვება – შალვა პაპუაშვილი

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ნატო-მაც გაიზიაროს ის მიდგომები, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროკავშირს აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო, თუ როგორ ახერხებს საქართველო, უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო.
“ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა, თუ როგორ ახერხებს საქართველო, უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო და ამავე დროს მონაწილე იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის სახით. საუბარი მქონდა იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, ნატო-მაც გაიზიაროს ის მიდგომები, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროკავშირს აქვს, როცა ჩვენთვის მოცემულია მკაფიო მოლოდინები რეკომენდაციების სახით, რასაც შემდეგ მოჰყვება შესაბამისი გადაწყვეტილებები, როცა ჩვენ ამა თუ იმ რეკომენდაციაში პროგრესს ვაღწევთ. მნიშვნელოვანია, ნატო-მაც ეს მიდგომები გადაიღოს და გვითხრას ზუსტი კრიტერიუმები და მოლოდინები. ასევე ჩანდეს, რომ როცა იქნება პროგრესი ამ საკითხებზე, ამას ნატო-ს მხრიდან გადაწყვეტილებები მოჰყვება,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ

არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი – კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება კორუფციაზე, კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი

ნაცებს” რომ ჰკითხო, საპარლამენტო კომისიაზე არმისვლა დასჯადი არ უნდა იყოს, არადა, მთელ რიგ ქვეყნებში, საკმაოდ სერიოზულ სასჯელს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს