მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და, გარკვეულ ეტაპზე, მოვიწვიოთ ალიანსის სრულუფლებიან წევრად – სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ და, გარკვეულ ეტაპზე, ალიანსის სრულუფლებიან წევრად უნდა მიიწვიონ.
სტოლტენბერგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში პუტინმა არ მიაღწიოს იმას, რაც სურს.
“მე ნორვეგიიდან ვარ. ჩვენ საზღვარი გვაქვს რუსეთთან. როდესაც ნორვეგია ნატო-ს წევრი გახდა, საბჭოთა კავშირმა ამას პროვოკაცია უწოდა. ეს არ იყო პროვოკაცია. ყველა სუვერენული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ეს უფლება აქვს ნორვეგიას, ეს უფლება აქვს შვედეთსა და ფინეთს, ასევე – უკრაინასაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა არ მიაღწიოს მისთვის სასურველს უკრაინაში, რადგან ეს წაახალისებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს. დღეს არის , ხვალ შეიძლება იყოს ტაივანი. ამიტომ, ჩვენთვის, როგორც შტატებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას და, გარკვეულ ეტაპზე, მოვიწვიოთ ალიანსის სრულუფლებიან წევრად”, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა