„მნიშვნელოვანია მივიღო პასუხი, თუ რისთვის ვწირავთ იმ ყველაფერს“ – ტურიზმის სექტორი ეკონომიკის მინისტრს შეხვდება

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ. ამის შესახებ მან „კომერსანტის “ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ გვესმის შეფასებები ომის პარტიაზე და ა.შ. ეკონომიკის მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე მსურს მივიღო პასუხი იმაზე თუ სად გადაინაცვლებს ეს ყველაფერი, რა ღონისძიებებიც ჩვენ ევროპაში ჩაგვიტარებია, მაგალითად ITB ბერლინზე მასპინძელი ქვეყნის სახით, თუ სხვა მიმართულებით – გადავა ჩინეთში, ირანში თუ რუსეთში?
ჩემთვის მნიშვნელოვანია მივიღო კითხვაზე პასუხი, თუ რისთვის ვწირავთ იმ ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ, რა არის ამის ფასი? დღევანდელ შეხვედრაზე იმედია მივიღებთ პასუხს, თუ რა არის გამოსავალი. დღეს თუ ვინმე გამოსავალს ხედავს, ეს არ იქნება გრძელვადიანი“- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, -მა ე.წ რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ და მონაწილე პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე და შესაბამისად ეკონომიკაზეც ნეგატიურად იმოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ