მნიშვნელოვანია ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების საკითხში, საქართველო ყველა პარამეტრით მზადაა, რომ ნატო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს – შალვა პაპუაშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრიანების და საქართველოს მიმართ დახმარების საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით მზადაა ნატო-ს წევრობისთვის და საჭიროა ალიანსის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„მომავალ წელს ვაშინგტონში სამიტი მნიშვნელოვანია, მათ შორის იმიტომ, რომ საიუბილეო სამიტია და ალბათ იმის ფორმატია, რომ მთლიანად მოხდეს ნატო-ს როლის გააზრება უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრიანების და საქართველოს მიმართ დახმარების საკითხში. ჩვენი სურვილია, რომ ნატო-ს მხრიდან გვქონდეს მკაფიო მიდგომები საქართველოს გაწევრიანების გზაზე. საქართველო უკვე დიდი ხანია, იქცევა, როგორც ნატო-ს მოკავშირე წევრი ქვეყანა. ჩვენი ქცევითა და ჩვენი კონტრიბუციით უსაფრთხოების საკითხებში, დიდი ხანია, ისე ვიქცევით, როგორც ალიანსის წევრი. ამავე დროს, ნატო-სთან ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენს სამხედრო კონტინგენტს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიღებული აქვს მისიებში და ა.შ. ამით თავსებადობაც უზრუნველყოფილია. თუ ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შევადარებთ ნატო-ს წევრი ქვეყნებისას, შესაბამის სტანდარტზეა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. უკვე დიდი ხანია, ყველა ამ პარამეტრით საქართველო მზად არის, რომ ნატო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და საჭიროა ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს მხრიდან. რაც შეეხება უშუალო საკითხებს, აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა, ნატო-სთან ისაუბრონ ფორმატებზე, ჩანაწერებზე და ა.შ. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, წარმოვადგენდი საპარლამენტო განზომილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს

ევროკავშირი თვითონ ცდილობს და იბრძვის გადარჩენისთვის და ვნახოთ, მოხდება თუ არა მათი გადარჩენა. ვფიქრობ, რომ ევროკავშირს აუცილებლად შეეხება ცვლილებები, დაიშლება და სხვა სახით მოხდება მისი ფორმირება