მნიშვნელოვანია ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების საკითხში, საქართველო ყველა პარამეტრით მზადაა, რომ ნატო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს – შალვა პაპუაშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრიანების და საქართველოს მიმართ დახმარების საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით მზადაა ნატო-ს წევრობისთვის და საჭიროა ალიანსის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება.
“მომავალ წელს ვაშინგტონში სამიტი მნიშვნელოვანია, მათ შორის იმიტომ, რომ საიუბილეო სამიტია და ალბათ იმის ფორმატია, რომ მთლიანად მოხდეს ნატო-ს როლის გააზრება უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრიანებისა და საქართველოს მიმართ დახმარების საკითხში. ჩვენი სურვილია, რომ ნატო-ს მხრიდან გვქონდეს მკაფიო მიდგომები საქართველოს გაწევრიანების გზაზე. საქართველო უკვე დიდი ხანია, იქცევა, როგორც ნატო-ს მოკავშირე წევრი ქვეყანა. ჩვენი ქცევითა და ჩვენი კონტრიბუციით უსაფრთხოების საკითხებში დიდი ხანია, ისე ვიქცევით, როგორც ალიანსის წევრი. ამავე დროს, ნატო-სთან ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენს სამხედრო კონტინენტს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიღებული აქვს მისიებში და ა.შ. ამით თავსებადობაც უზრუნველყოფილია. თუ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები შედარდება ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, შესაბამის სტანდარტზეა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. უკვე დიდი ხანია, ყველა ამ პარამეტრით საქართველო მზად არის, რომ ნატო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და საჭიროა ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს მხრიდან. რაც შეეხება უშუალო საკითხებს, აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა, ნატო-სთან ისაუბრონ ფორმატებზე, ჩანაწერებზე და ა.შ. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, წარმოვადგენდი საპარლამენტო განზომილებას,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ

არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი – კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება კორუფციაზე, კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი

ნაცებს” რომ ჰკითხო, საპარლამენტო კომისიაზე არმისვლა დასჯადი არ უნდა იყოს, არადა, მთელ რიგ ქვეყნებში, საკმაოდ სერიოზულ სასჯელს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს