მნიშვნელოვანია, ბიზნესი არ ჩაერიოს ისეთ პოლიტიკურ საკითხებში, რომელიც პოლიტიკოსების გადასაწყვეტია – კობახიძე

როგორც არ შეიძლება, სახელმწიფო ერეოდეს ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე ანალოგიურად არ შეიძლება, პირდაპირ შეიჭრას ბიზნესი პოლიტიკაში, ეს არის ზოგადი პრინციპი, – ამის შესახებ ირაკლი მ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 100-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრებოდა შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ყველა თემაზე შედგა საუბარი.
„ჩვენ ყველაფერზე გვქონდა საუბარი ამ ადამიანებთან, ჩვენი პრინციპები კიდევ ერთხელ გავუზიარეთ მათ. ბიზნესი არის თავისუფალი და დარჩება თავისუფალი, ეს არის 2012 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი და მიღწევა. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი თვისებრივად არ ჩაერიოს ისეთ პოლიტიკურ საკითხებში, რომელიც არის თვისებრივად, თავისი არსით პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. როგორც არ შეიძლება, სახელმწიფო ერეოდეს ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე ანალოგიურად არ შეიძლება, პირდაპირ შეიჭრას ბიზნესი პოლიტიკაში, ეს არის ზოგადი პრინციპი. ჩვენთვის არავითარი არსებითი ზიანის მოტანა არ შეუძლია ასე პირდაპირ შეჭრას ბიზნესის მხრიდან პოლიტიკაში, მაგრამ ზოგადად პრინციპები არის დასაცავი“, – განაცხადა “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა.
გახსენებთ რომ შეხვედრა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 23 დეკემბერს დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ქართული ოცნების პრემიერის მიერ ორგანიზებულ დისკუსიას 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ, ბიზნესმენების მხოლოდ მცირე, იმ ნაწილმა გააკეთა კრიტიკული კომენტარი, რომელიც freebusiness.ge-ის პლატფორმას და მის მოთხოვნებს აწერს ხელს. თუმცა, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაზე, კრიტიკული კითხვები დასვა თავად პროსახელისუფლებო ბიზნესმა. მათ შორის, ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ, რაც თავადაც დაადასტურა.