“მნიშვნელობა აღარ აქვს, ხვალ რას იზამს პუტინი, დღეს გაბახდა”– თავდგირიძე

სამხედრო საქმის ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:

პუტინი დანებდა ტრამპის სამშვიდობო წინადადებას, აღიარა რომ ტრამპის ფერხთა მტვერია მხოლოდ, იმპერიული და მეორე პოლუსის ამბიციის გარეშე. შემხვედრი წინადადება, მოთხოვნები, პირობები, ამაყი დგომები, სამხედრო ფორმით სირბილი, უკრაინის მიმართ მუქარები, კურსკში უკრაინის ჯარების განადგურება, ეს ყველაფერი ვერბალურ სივრცეში, მისი თავმოყვარეობის იარების დასაამებელი მალამოებია. აღმოსავლეთის ამაყი მბრძანებელი ტრამპს შეუთვლიდა, რომ თქვენი სამშვიდობო მოლაპარაკებები თქვენთვის დაიტოვეთ, ლამანშის ნაპირებზე შევხვდებითო. უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ხვალ რას იზამს პუტინი, დღეს გაბახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?