მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა

მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა
მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა.
მმართველობის ეფექტურობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 1 სახელმწიფოს.
ეს ქვეყნებია: სლოვენია, ისლანდია, ბელგია, იტალია, კვიპროსი, ჩეხეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, თურქეთი, , მალტა, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე მმართველობის ეფექტურობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:
• მთლიანი ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ხარისხი
• დაწყებითი განათლების ხარისხი
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა, გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში, ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.

ასევე დაგაინტერესებთ

რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს ღებულობს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. “გამოფიტვის” ომში ირანი პირველი გამოიფიტება- იგივე სცენარია უკრაინის ომში, სადაც ამერიკა იქნება “მომლაპარაკებელი მხარე”, ხოლო ისრაელის ფუქციას შეასრულებენ უკრაინა და ევროკავშირი