მმართველმა გუნდმა ყველა პირობა შექმნა იმისა, რომ მისმა კანდიდატებმა, ყველა მუნიციპალიტეტში, გამარჯვება მოიპოვონ

მმართველმა გუნდმა ყველა პირობა შექმნა იმისა, რომ მისმა კანდიდატებმა, ყველა მუნიციპალიტეტში, გამარჯვება მოიპოვონ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ხელისუფლების მზაობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, პარლამენტში მცხეთა-მთიანეთის დელეგატი . როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდის მიერ დასახელებულ თითოეულ კანდიდატს არჩევნებში გასამარჯვებლად ყველანაირი წინაპირობა აქვს შექმნილი. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით წარდგენილ კანდიდატებს გამარჯვებას და შემდგომ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს. „ახალი საარჩევნო საათი ჩაირთო.
უკეთესის მოლოდინში მოსახლეობა არჩევანის გასაკეთებლად ემზადება. მმართველმა გუნდმა ყველა პირობა შექმნა იმისა, რომ მისმა კანდიდატებმა, ყველა მუნიციპალიტეტში, გამარჯვება მოიპოვონ. მცხეთა-მთიანეთის მხარეში, გასული ოთხი წლის მაძილზე, ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, გაწეული საქმიანობისთვის ჯერ კიდევ მოქმედ მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მთლიანად გუნდს მსურს მადლობა გადავუხადო. ახალ კანდიდატებს კი წარმატება და ამომრჩევლის ნდობის მოპოვება ვუსურვო. თიანეთის მუნიციპალიტეტში – ლევან წიკლაური, თავისი წარმატებული გამოცდილებით, უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს. დუშეთში – კახაბერ ჩიტაურთან ბრძოლას ვფიქრობ, ვერავინ გარისკავს. ყაზბეგში, იქ, საიდანაც სამშობლო იწყება, მერობის კანდიდატად წარდგენილია გამოცდილი მენეჯერი – კობა გელაძე. მან თავის კარიერულ გზაზე დაამტკიცა, რომ საქმის კარგი მცოდნე და წარმატებული კადრია. მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას კი მერობის კანდიდატად წარედგინა ნიჭიერი, განათლებული, წარმატებული არქიტექტორი და ენერგიული ახალგაზრდა კაცი – გოგი აბუაშვილი, ის კარგად იცნობს აქაურ პრობლემებს, რომელიც დღემდე მოუგვარებალია და ამაზე ზრუნვა მას უკვე დაწყებული აქვს. მმართველი გუნდის თითოეულ კანდიდატს ვუსურვებ ამომრჩევლის ნდობას, გამარჯვებას და შემდგომ წარმატებულ საქმიანობას. მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება მცხეთა-მთიანეთს!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს