მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალი – ბორელი

მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალი – ბორელი
„მმართველი პარტიის განცხადებები და დაპირებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბორელის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი განიხილეს.
„განვიხილეთ სიტუაცია მოლდოვაში და საქართველოში. ორივე ქვეყანა გადამწყვეტი არჩევნების წინაშეა მომდევნო კვირებში. მოლდოვა აღწევს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე, მიუხედავად ს მხრიდან მზარდი დაშინებისა […]
საქართველოში [მოლდოვასთან შედარებით] უფრო შავი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალი. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
თქვენ იცით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროპული დაფინანსების კუთხით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი ტესტი იქნება დემოკრატიისთვის საქართველოში და მისი ევროპული გზისთვის”, – განაცხადა ბორელმა.
publika.ge