მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს – სალომე ზურაბიშვილი

მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მთავარია ის, თუ რა მოხდება არჩევნებზე.
„კიდევ ერთხელ, პრობლემა, რომელიც სასწორზეა, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით ერთ, თვე ნახევარში იქნება მიღებული. ვეტოს დავადებ და კიდევ გადაიდება. მთავარი საკითხი ისაა, თუ რა მოხდება არჩევნებზე, რომელიც მომავალ ოქტომბერშია. ბევრი კანონპროექტია მიღებული, რომელიც აჩვენებს, რომ მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს. ეს არის ის, რასაც საქართველოს მოსახლეობა, მისი უდიდესი უმრავლესობა – 80% 30 წლის განმავლობაში ამბობდა, რომ არ სურს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
წყარო: IPN