სამიდან ექვს წლამდე 800-ზე მეტმა ბავშვმა ბრაგას (პორტუგალია) საავადმყოფოში სამკურნალოდ საკუთარი სათამაშოები მიიყვანეს: მაიმუნი კუჭის ტკივილით, დათვი მოტეხილი ფეხით, დინოზავრი მაჯის ამოვარდნით – ასეთი იყო ბავშვების მიერ საავადმყოფოში მიყვანილი „პაციენტები“, რომელთა მფლობელი ბავშვები გაესაუბრნენ ექიმებს, იყიდეს მედიკამენტები ადგილობრივ აფთიაქში და დაესწრნენ ფიზიოთერაპიას.
საავადმყოფოს ექიმების მიერ სპეციალურად ამ აქციისთვის შექმნილი მარშრუტის გასწვრივ იყო რამდენიმე „სამკურნალო სადგური“ – სისხლის ანალიზი, რენტგენი და ულტრაბგერითი, თერაპევტის კონსულტაცია და ქირურგთან შეხვედრა, სადაც ბავშვები, სამედიცინო სტუდენტებთან ერთად, ასრულებდნენ ოპერაციებსაც კი მათსავე სათამაშოებზე.
ბრაგას ჰოსპიტალმა გადაწყვიტა, რომ ეს საუკეთესო გზაა ექიმებისა და ექთნების მიმართ ბავშვების შიშის დასაძლევად.
ბავშვებმა თამაშით გაეცნენ საავადმყოფოს გარემოს.
ცნობისთვის, ამავე მიზნით, ვენაში რამდენიმე დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა „ტედი დათვების საავადმყოფო“, რომელიც ბავშვებს ექიმების შიშთან გამკლავებაში ეხმარებოდა. ლინიკას ჰქონდა ე.წ. სადგური, სტომატოლოგიური კლინიკა და საოპერაციო ოთახები. “მკურნალობის” პროცესი იგივე იყო, რაც რეალურ საავადმყოფოში – მიღებიდან გაწერამდე. პროცესს უძღვებოდნენ ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.
წელსვე ბულგარეთში დათვების საავადმყოფო გაიხსნა, სადაც ექსპერტები ბავშვებს ასწავლიდნენ მომავალში მეტი პასუხისმგებლობის აღებას შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე.