მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ქვეყანაში მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით უცხოეთიდან 3 944 ვიზიტი განხორციელდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი საერთაშორისო ვიზიტების ჯამური რაოდენობის 0,3%-ს შეადგენს.
2024 წლის პირველ კვარტალში მკურნალობა-გაჯანსაღების მიზნით უცხოეთიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5 203 იყო, რაც საერთაშორისო ვიზიტების 0,4%-ს შეადგენდა.
სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი კვარტალის საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმრავლესობა (42.2%) დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ვიზიტების 28.7% განხორციელდა მეგობრების, ნათესავების მონახულების მიზნით, ხოლო 13.9% ტრანზიტის მიზნით. ხშირად დაფიქსირებულ მიზნებს შორის არის პროფესიული, ეკონომიკური საქმიანობა (6.9%) და შოპინგი (6.3%). მკურნალობა და გაჯანსაღება კი ბოლო ადგილზეა.
რაც შეეხება გამყვან ტურიზმს, ამ მიმართულებაში, გაჯანსაღება-მკურნალობაზე 2025 წლის პირველ კვარტალში 7 385 ვიზიტი მოდის (წილი 1,5%), გასული წლის იგივე პერიოდში კი, ამ მიზნებით 15 241 გამყვანი ვიზიტი (2,9%) განხორციელდა.
