მკურნალობის, მედიკამენტების ხარისხისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესება – რა შესაძლებლობას გვთავაზობს ევროპა

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს. რას ნიშნავს ევროპული ოჯახის წევრობა ჯანდაცვის სისტემისთვის? ამ საკითხზე საკუთარ მოსაზრებას ექსპერტები გამოთქვამენ.
აკაკი ზოიძის თქმით, ევროკავშირში ჯანდაცვის მთელი რიგი სერვისებით სარგებლობა და ამ კუთხით მოქალაქეთა უფლებები კანონმდებლობით დაცულია. შესაბამისად, საქართველოშიც ეს სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
როგორც მან რადიო „კომერსანტს“ განუცხადა, კანდიდატის სტატუსი ნიშნავს ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაზრდას ევროპიდან. ამავდროულად ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შემოტანის კუთხით იხსნება უზარმაზარი შესაძლებლობები.
„ეს სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე განათლების და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, როცა მეტი შესაძლებლობა გვექნება ვითანამშრომლოთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. გარდა ამისა, გაუმჯობესდება მდგომარეობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, მათ შორის პანდემიებისთვის მომზადების და მათზე რეაგირების კუთხით, რომელიც ძალიან დიდ რესურსებს მოითხოვს. გაიზრდება მედპერსონალის მობილობის უზრუნველყოფის საშუალებები, რათა მათ გაიარონ გადამზადება საზღვარგარეთ და შემდეგ ახალი გამოცდილებით დაბრუნდნენ ქვეყანაში; ამაღლდება ცოდნა მედიკამენტების ხარისხისა და მათთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ და ა.შ. ამ შესაძლებლობებს სჭირდება გამოყენება““ – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
ევროპული ღირებულებები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კუთხით – ამის შესახებ თენგიზ ვერულავა საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ თანამედროვე ჯანდაცვის სისტემები და საერთოდ სოციალური პოლიტიკა ძირითადად სწორედ ევროპულ ღირებულებებზე დგას. თავად სოციალური დაზღვევის სისტემა, ექსპერტის განმარტებით, გერმანიაში ჩაისახა იმისთვის, რათა ადამიანს ჰქონოდა ფინანსური ხელმისაწვდომობა მაღალრისკიანი დაავადებების მკურნალობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა