მკვლელობისთვის დაკავებული კაცი ამბობს, რომ ბიძაშვილი შემთხვევით, ცხოველზე ნადირობის დროს მოკლა

ბიძაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება – გელა ნონაშვილი დანაშაულს ინანიებს, აღიარებს და ამბობს, რომ 58 წლის ნათესავი შემთხვევით, ცხოველზე ნადირობის დროს მოკლა. ტრაგედია ქარელში რამდენიმე საათის წინ დატრიალდა – სასიკვდილო ტყვია სანადირო თოფიდან ყოფილ პოლიციელს იმ დროს მოხვდა, როდესაც ის მდინარის სანაპიროზე იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა.
ყოფილი პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. ქარელში ამბობენ, რომ ეს განზრახ მკვლელობა არ ყოფილა და დემურ ნონაშვილი შემთხვევითობას შეეწირა.
შემთხვევით მოხდა, ბიძაშვილები იყვნენ, არაფერი კონფლიქტი არ ჰქონდათ. უწყინარი ბიჭი იყო, შემთხვევით მოხდა რაღაც”- ამბობს ადგილობრივი.
ორივეს პატივს ვცემდით, ბიძაშვილები იყვნენ, კარგი ხალხი. შემთხვევით მოუვიდათ – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). ბრალდებული დაკავებულია.
ბრალდებულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდება.
tvpirveli

ასევე დაგაინტერესებთ