მკვლელობა ქვემო ქართლში – “კაცმა ცხედარი საკუთარი სახლის ეზოში დამარხა”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ჯ.ა. დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ჯ.ა.-ს და დ.დ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად დ.დ.-მ დაკარგა წონასწორობა, დაგორდა კიბეებზე, დაეცა ბეტონის ფილაზე. მიღებული დაზიანების შედეგად დ.დ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.
ქვემო ქართლის პოლიციამ, დ.დ.-ს ცხედარი ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინა.
სამართალდამცველებმა ჯ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა

ირაკლი კობახიძე – 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა