მკვლელობა საგარეჯოში | პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს

სისხლიანი ანგარიშსწორება და საწოლში ჩაცხრილული 39 წლის მამაკაცი. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ იაგუბ ხეირ-ხაბაროვს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. სოფელში, სადაც საზარელი დანაშაული მოხდა, მკვლელობის ერთადერთ ვერსიას – შურისძიებას განიხილავენ. 35 წლის ქალთან თანაცხოვრების დროს ოჯახური კონფლიქტი არ ყოფილა იშვიათი მოვლენა, სახლიდან წასვლის შემდეგ კი ბრალდებული ყოფილ მეუღლეს და მის ქმარს მუდმივად ემუქრებოდა. დაჭრილია ნაილა დუნია-მალიევაც. ის კლინიკაში გადის მკურნალობას.
ავტორები: ია გულიაშვილი, საბა ბუაძე