მკვლელობა მოსკოვში: გენერალ დუმბაძეს შვიდი ტყვია ესროლეს

48 წლის თადარიგის გენერლის რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეში გამოძიებას ჯერჯერობით რაიმე ხელჩასაჭიდი არ აქვს. ქილერებმა პროფესიულად იმუშავეს. დუმბაძე ს დედაქალაქში საკუთარი სახლის წინ მოკლეს.
გაზეთ „იზვესტიის“ ცნობით, კრილატსკის მიკრორაიონში თადარიგის გენერალი, მეუღლესთან ერთად საკუთარ ავტომანქანაში ჯდებოდა, როცა მათ სიახლოვეს მოულოდნელად მოტოციკლეტისტი გამოჩნდა და დუმბაძეს შვიდჯერ ესროლა. დუმბაძე ადგილზე დაიღუპა. ქილერმა დუმბაძის მეუღლე ცოცხალი დატოვა. პოლიციამ მოგვიანებით მიტოვებული მოტოციკლეტი მეზობელ ქუჩაზე იპოვა.
მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, დუმბაძე მოსკოვში ქართული დიასპორის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მიხეილ ხომერიკს შეხვდა. ხომერიკი “რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” ხელმძღვანელი და ს პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირია.
ხომერიკის განცხადებით, დუმბაძე მისი მიწვევით პეტერბურგში უნდა ჩასულიყო. ხომერიკი დუმბაძის მკვლელობის საქმეში ქართული სპეცსამსახურების კვალს ხედავს.
იმის მტკიცება, რომ რუსეთში ქართული დიასპორის დღევანდელი მოღვაწეობა სერიოზულად ემუქრება სააკაშვილის ხელისუფლებას ძალიან გადაჭარბებული იქნებოდა. თუმცა, დუმბაძის მკვლელობაში პოლიტიკურ ვერსიის სრულიად გამორიცხვაც არ შეიძლება.“ ალექსეი ვლასოვი
იგივეს იმეორებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოსკოვში მცხოვრები თენგიზ კიტოვანიც. მკვლელობის დღეს კიტოვანი დუმბაძეს ტელეფონით ესაუბრა და ყოფილი მინისტრის თქმით, გენერალი სახლიდან გასვლას არ გეგმავდა. რუსული გამოცემის „ვესტნიკ კავკაზას“ რედაქტორი ალექსეი ვლასოვი ამბობს:
„გენერალი არ ცდილობდა ეაქტიურა არც ბიზნეს პროექტებში და არც პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ მკვლელობის ვერსიები შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს, მათ შორის პოლიტიკური ხასიათის. იმის მტკიცება, რომ რუსეთში ქართული დიასპორის დღევანდელი მოღვაწეობა სერიოზულად ემუქრება სააკაშვილის ხელისუფლებას ძალიან გადაჭარბებული იქნებოდა. თუმცა, დუმბაძის მკვლელობაში პოლიტიკურ ვერსიის სრულიად გამორიცხვაც არ შეიძლება.“
ქილერმა დუმბაძე რუსული წარმოების PSM-ის ტიპის პისტოლეტით მოკლა, რომელიც რუსი გენერალიტეტის, ოპერატიული თანამშრომლებისა და სპეცსამსახურების საყვარელ იარაღად ითვლება.
PSM იგივე თვითდამტენი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი რუსეთში დაჯილდოების დროს ძალიან ხშირად გამოიყენება. თადარიგის გენელარ დუმბაძის მკვლელობას რუსი გამომძიებელი კირილ სტაროსტინი იძიებს.
„დღეისათვის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ამ დროისთვის მუშავდება რამდენიმე ვერსია, ერთ-ერთი მათ შორის, დანაშაულის შეკვეთილი ხასიათი.“
საბჭოთა კავშირის დროს, თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებული რომან დუმბაძე, კავშირის დაშლის შემდეგ, ს 25 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური იყო, რომელიც უშუალოდ აჭარის ავტონომიის მაშინდელ ხელმძღვანელს ასლან აბაშიძეს ექვემდებარებოდა.
გენერლის წოდება რომან დუმბაძეს 1998 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ მიანიჭა. 2004 წელს თბილისსა და ბათუმს შორის უმძიმესი კრიზისის დროს, დუმბაძემ აბაშიძის მხარი დაიჭირა და ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდა.
ასლან აბაშიძის გაქცევის შემდეგ დუმბაძე სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გენერალი დუმბაძე მოულოდნელად ფოთში, რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებულ 12 ქართველ მებრძოლში გაიცვალა.
მოსკოვში მყოფ ასლან აბაშიძეს მაშინ რუსმა გენერალმა ვიაჩესლავ ბორისოვმა პირადად ახარა გენერალ დუმბაძის გათავისუფლება. ამ საუბრის აუდიო ჩანაწერი ქართველმა სპეცსამსახურებმა გაავრცელეს.
მოსკოვში რომან დუმბაძეს ბინა, რუსული პრესის ცნობით, სწორედ ასლან აბაშიძემ უყიდა. ამის მიუხედავად, გენერალ დუმბაძის ნათესავი ამბობს, რომ დუმბაძეს ბოლო ორი წლის განმავლობაში აბაშიძესთან ურთიერთობა აღარ ჰქონია.
„დაქირავებულმა მკვლელებმა მოკლესო, მეტი არაფერი არ ვიცი. ასლან აბაშიძესთან დუმბაძეს ურთიერთობა არ ჰქონია. მისი მეუღლისგან ვიცი, რომ არავითარი ურთიერთობა არავისთან არ ჰქონია.“
„დაქირავებულმა მკვლელებმა მოკლესო, მეტი არაფერი არ ვიცი. ასლან აბაშიძესთან დუმბაძეს ურთიერთობა არ ჰქონია. მისი მეუღლისგან ვიცი, რომ არავითარი ურთიერთობა არავისთან არ ჰქონია.“
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, თადარიგის გენერალ რომან დუმბაძეს 2010 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა. ბოლო საჯარო განცხადება, დუმბაძემ შარშან მაისში გააკეთა, როცა განაცხადა, რომ აპირებს თბილისში დაბრუნებას და ოპოზიციური სახალხო კრების აქციასთან შეერთებას.
დუმბაძე მეორე მნიშვნელოვანი ფიგურაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან, რომელიც მოსკოვში მოკლეს. 2010 წლის სექტემბერში, რუსეთის დედაქალაქში, აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, 46 წლის ელგუჯა ჯინჭარაძე, მეტსახელად რემბო მოკლეს. აჭარელი რემბოს მკვლელობის საქმე დღემდე გამოუძიებელია.