მკვლელობა კახეთში

კახეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი –  სოფელ შილდაში მოკლული 48 წლის კაცი ნოდარ ასაბაშვილია.

გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან”  წერს, რომ სასიკვდილო ჭრილობა მას კარის მეზობელმა, 51 წლის ლევან ჩიტაშვილმა მიაყენა

გამოცემა შემთხვევის ახალ დეტალებზეც წერს და ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოკლული და ბრალდებული ერთად მუშაობდნენ და ბოლო პერიოდში დამეგობრდნენ. მათ შორის დაპირისპირება ახალი წლის ღამეს დაიწყო. მაშინ, როდესაც ასაბაშვილი ჩიტაშვილთან მეკვლედ იმყოფებოდა. არსებული ვერსიით, კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ქალზე ეჭვიანობა და ამ ფაქტის გარშემო განვითარებული პროცესები გახდა

“მთავარი ამბები კახეთიდან” წერს, რომ რამდენიმე საათის წინ, ასაბაშვილი მეზობელთან სახლში შევიდა და მას ჭრილობა დანით მიაყენა. რის შემდეგაც, თავადვე განაცხადა, რომ მეგობარი დაჭრა

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო