მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის მეუღლის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, 2 დეკემბერს ბუენოს აირესში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ფერნანდო კასერესის მეუღლე გადმოვარდა და გარდაიცვალა.
დაღუპულის ახლობლები გოგონას გარდაცვალებაში მეუღლეს ადანაშაულებს და ამბობენ, რომ მათ ერთმანეთში მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ. მათი თქმით, ქმარი ცოლზე მუდმივ ზეწოლას ახორციელებდა და ახლობლებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდა.
არგენტინის პოლიციამ მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ თვითმკვლელობის ვერსიასაც არ გამოირცხავს.
შეხსენებისთვის, პოზიციიტ მცველ კასერესს არგენტინის ნაკრებში 1992/97-წლებში 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა.