მკვლელობა ბათუმში – დაკავებულია ერთი პირი. უწყების თანახმად, დაკავებული 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირია.
შსს-ს ინფორმაციით, 29 წლის პირმა 27 წლის კაცი დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ირკვევა, რომ კონფლიქტი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო,
დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.