მკვლელობაში და 2 პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ

ბებნისში მომხდარ მკვლელობაში და 2 პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულ 4 წლის ზვიად ნოზაძეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
გორის სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნაც და 44 წლის ზვიად ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მეზობლის მკვლელობამდე კაცმა მოხუც მამაზეც იძალადა – ქარელში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები
მკვლელობა და პოლიციელებზე თავდასხმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში მოხდა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 19-353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.