გიორგი მიქაუტაძესა და მის გუნდს “პარკ ოლიმპიკ ლიონზე” (59 186 მაყურებელი) ზედიზედ მეორე თამაშით საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურის გახსნის შესაძლებლობა პარასკევს მიეცათ – “ლიონი” “სტრასბურგის” წინააღმდეგ – 4:3 (მიქაუტაძემ 59-ე წუთამდე ითამაშა). პარასკევსვე გიორგი წიტაიშვილის “გრანადა” VS “უესკა” 1:3 (გიორგის 72 წუთი). კარგად ათამაშებული და ტრანსფერებით გაძლიერებული “ნაპოლი” დღეს, 31 აგვისტოს, ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიც კვლავ შინ, “სტადიო მარადონაზე” (54 726), ამჯერად “პარმას” დაუპირისპირდება.
ანტონიო კონტეს მოსვლამ მართლაც სერიოზული ოპტიმიზმი გააჩინა, მაგრამ პირველმა ტურმა კატასტროფულად ჩაიარა. ნეაპოლელებმა მეორეში გაიმარჯვეს და
7 აპრილიდან მოყოლებული, ჩემპიონატში ეს პირველად შეძლეს – 8 შეხვედრის შემდეგ.
ნეაპოლელები მართლაც სერიოზულად გაძლიერდნენ. რომელუ ლუკაკუ უკვე აქაა. “ბოლონიასთან” დავიდ ნერეშიც კარგად შევიდა, ეს კი “კვარასთან” ერთად ახალ და მძლავ სამეულს უნდა ნიშნავდეს. ან სეზონი იწყება ადრე და ანაც ტრანსფერები სრულდება გვიან, გუნდები ნელ-ნელა ყალიბდებიან. “იუვენტუსის” მაგალითიც ამას ადასტურებს. შოტლანდიელები, სკოტ მაკტომინეი და ბილი გილმორი ის ნახევარმცველები არიან, რომლებმაც “ნაპოლის” დაკომპლექტება უნდა დაასრულონ. შუღლს არ ვაღვივებთ, უბრალოდ შეგახსენეთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის მატჩის შემდეგ სკოტმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საქციელს “სირცხვილი” უწოდა, რადგან ტრავმებს იგონებდნენო. ვიქტორ ოსიმენის თავს გაურკვევლობაა, ის თუ წავა მხოლოდ საუდის არაბეთსა ან კატარში, ან დარჩება და არ ათამააშებენ…
კვარაცხელიამ “ნაპოლის” ოპტიმიზმი დაუბრუნა…
“მარადონაზე” ჩატარებული ბოლო 9 შეხვედრიდან “პარმამ” ოთხი მოიგო. ეს გუნდები ფრეს იშვიათად თამაშობენ და ბოლო 17 დაპირისპირებაში ასეთი მხოლოდ ერთხელ, 2015 წელს (2:2) მოხდა. მათი ბოლო მატჩი 2021 წლის 31 იანვარს შედგა. მატეო პოლიტანო მინდორზე 62-ე წუთზე შევიდა, ათ წუთში საბოლოო ანგარიში (2:0) დააფიქსირა, თავად კი ყველაზე მაღალი შეფასება (8.2) მიიღო. ვინც ახლა შეიძლება ითამაშოს, ასეთი მაშინ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოც იყო, მარიო რუი ისევ აქაა და თან განაცხადშიც არაა. პარმელთა რიგებში მცველი ოსორიო, ნახევარმცველები ჰერმანი, სირმიანი და სომი, ისევე, როგორც ფორვარდები მანი და მიჰაილა, კვლავ აქ გამოდიან. კვარაცხელია ერთ დროს სახელოვან “პარმას” პირველად დაუპირისპირდება.
ფაბიო პეკიას გუნდმა სერია “ა” მშვენივრად დაიწყო, “მილანის” (2:1) დამარცხებაც შეძლო და 2003 წლის შემდეგ პირველად შეუძლიათ, სამი მატჩი წაუგებლად განვლონ.
“ნაპოლის” სავარაუდო შემადგენლობა (სანამ ახალწვეულები ჩაერთვებიან)
ხვიჩა გასულ ტურში შეუდარებელი იყო. 77-ე ნომერმა, 2022-23 წლების სეზონიდან მოყოლებული, უკვე რვა შეხვედრაში მოახერხა, გაეტანა და თან საგოლე პასი შეესრულებინა. ტოპლიგებში ამაზე კარგი შედეგი მხოლოდ კილიან მბაპეს აქვს.
მთავარი მსაჯი მონცელი პარიდე ტრემოლადა იქნება, რომელიც “ნაპოლის” მატჩში ბოლოს მეოთხე სათადარიგო არბიტრი იყო.
გიორგი ჩაკვეტაძე 25 წლის გახდა, “უოტფორდი” კი კარგ ფორმაშია…
ქართველები დღეს:
საფრანგეთი, ლიგა 1, 19:00 სთ
ბრესტი – სტ. ეტიენი (დავითაშვილი).
იტალია, სერია “ა”, 20:30
ბოლონია – ემპოლი (გოგლიჩიძე/საზონოვი).
ავსტრია, ბუნდესლიგა, 21:30
შტურმი (კიტეიშვილი) – “ტიროლი”;
ესპანეთი, ლა ლიგა, 23:30
ვალენსია (მამარდაშვილი) – ვილიარეალი.
კვირა, 1-ელი სექტემბერი:
გერმანია, მე-2 ბუნდესლიგა, 15:30 სთ
ბრაუნშვაიგი – კარლსრუე (ზივზივაძე);
ინგლისი, ჩემპიონშიპი, 18:00
შეფილდი – უოტფორდი (ჩაკვეტაძე).
ნერეში მგონი კარგი შენაძენია. მშვენივრად შევიდა მარჯვენა ფრთიდან და რა ნახე კუთხე მეკარეს აქვს დაკეთილი, ალალბედზე კი არ დაარტყა, არამედ ცენტრში საგოლე პასი ჩააწოდა. ასეთებს ოსიმენი და კვარა ხშირად ურტყავდნენ და მხოლოდ მეკარეს აზიანებდენ.