მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და კიდევ 50-მდე სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ჩრდილოეთ კორეის მიერ სთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა დაგმო.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ექსპორტს და რუსეთის მიერ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ 2023 წლის 30 დეკემბერსა და 2024 წლის ორ იანვარს”, – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.
ოფიციალურ ტექსტში აღნიშნულია, რომ ამ იარაღის გადაცემა ზრდის უკრაინელი ხალხის ტანჯვას და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს.
განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს, შემოუერთდნენ რუსეთის და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეში დარღვევების დაგმობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას