მკაცრად ვგმობთ… კანონი პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ორმხრივ პარტნიორობას – პაუერი რუსულ კანონზე

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერ “ოცნების” მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება და აცხადებს:
“მკაცრად ვგმობთ დღევანდელ კენჭისყრას საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის” კანონმდებლობის სასარგებლოდ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და საბოლოოდ, გაართულებს ქართველი ხალხისთვის საჭირო სერვისების მიწოდების გაგრძელებას. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ასეთი კანონმდებლობის ზეგავლენით ორგანიზაციებზე, რომლებიც ასრულებენ კრიტიკულ სამუშაოს ადგილზე დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. როგორც ევროკავშირმა ცხადყო, ამ კანონს აქვს პოტენციალი შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივები – ის, რასაც აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა. ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მრავალწლიან ორმხრივ პარტნიორობას – პარტნიორობას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს, რომლის დროსაც USAID-მა თითქმის 2 მლრდ დოლარის დახმარება გასწია საქართველოსთვის, რომელიც დამყარებულია ორმხრივ ინტერესზე და დემოკრატიის საერთო ერთგულებაზე. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ყოველგვარი ესკალაციის ან ძალადობრივი ქმედებებისგან, და საქართველოს მთავრობამ ძალისხმევის ფოკუსირება გააკეთოს ინიციატივებზე, რომლებიც უპასუხებენ ქართველი ხალხის ყველაზე აქტუალურ საჭიროებებს”

ასევე დაგაინტერესებთ