შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხელ შაყულაშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც მის პრესსამსახურში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მან პოსტის დატოვების თაობაზე განცხადება დღეს დაწერა.
მიხეილ შაყულაშვილი გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.




