მიხელსონი: EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართველების მხარდასაჭერად ხმა უნდა აიმაღლონ

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი თბილისში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ხმა უნდა აიმაღლონ.
“თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად”, – წერს მიხელსონი X-ზე.
დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო ს ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.