მიხეილ ყაველაშვილს ჯურო მატუციმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა

მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ჯურო მატუციმ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„ყურადღება გამახვილდა ხალხებს შორის არსებულ მეგობრულ და ტრადიციულ კავშირებზე, კულტურულ სიახლოვესა და საერთო ღირებულებებზე. ასევე აღინიშნა, რომ საერთო კულტურული საფუძველი და საქართველოსა და სერბეთის წინაშე მდგარი საერთო გეოპოლიტიკური გამოწვევები ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის პოზიციების გაძლიერებისთვის დამატებითი სტიმულის მომცემია.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სამუშაო სადილს დელეგაციის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, , გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაიას მეუღლე: მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

ნიკოლ ფაშინიანი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი