მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი ინაუგურაციის ცერემონია. პარალელურად, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა კვლავ თავს თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
ს ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე , „ხმოსმები“, ვინც ის აირჩია, – პარლამენტარები და საკრებულოების წარმომადგენლები, ეკლესიის იერარქები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.
ინაუგურაციაზე ელჩები არ ყოფილან მიწვეულები.
ცერემონია, რომელსაც , ოპოზიციური პარტიები და პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები არალეგიტიმურად მიიჩნევენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნა.
„დღეიდან საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებებისა და ინტერესების სადარაჯოზე იდგება“, – განაცხადა მან.
ფიცის დადების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა: „მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი“.
პარალელურად ორბელიანების სასახლიდან საზოგადოებას მიმართა სალომე ზურაბიშვილმა და განაცხადა, რომ ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა კვლავ თავს თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
რამდენიმე საათით ადრე -ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, „შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით“.
ინფორმაცია განახლდება