მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე წევრად გიორგი მოდებაძე დანიშნა. ინფორმაცია გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.
· გიორგი მოდებაზე 2024 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე მუშაობდა „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის მოადგილედ;
· უფრო ადრე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, სამდივნოს უფროსი და უფროსი სპეციალისტი.
ის 1987 წლის 11 დეკემბერს დაიბადა.
საკონსტიტუციო სასამართლო 9-წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათგან სამს პარლამენტი ნიშნავს, სამს – პრეზიდენტი, სამს კი – უზენაესი სასამართლო.
პრეზიდენტის მიერ დანიშნული სამი წევრიდან ერთმა, ირინე იმერლიშვილმა, 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე 11 თვით ადრე დატოვა თანამდებობა. ის მოსამართლედ 2016 წლის 12 სექტემბრიდან მუშაობდა.
„ქართული ოცნება“ უახლოეს პერიოდში გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სარჩელით.
ეს სარჩელი მზადდება „ქართული ოცნებით“ დომინირებულ პარლამენტში ს ხელმძღვანელობით მოქმედი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
ირინე იმერლიშვილმა 2024 წელს მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ ს იმპიჩმენტს, – რასაც „ქართული ოცნება“ ითხოვდა; მოგვიანებით მან მხარი დაუჭირა სასამართლოს პოზიციას, არ მიეღო წარმოებაში ს შესახებ ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები.
ფორუმი