„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა კულტურის სფეროს წარმომადგენლები – ამავე სფეროში „გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.
ბრწყინვალების ორდენები გადაეცათ:
· მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორს, რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს;
· მხატვარ/მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძეს;
· პოეტებს დავით მაღრაძესა და ლია სტურუას;
· მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილს.
კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:
· მუსიკოსი ნინო თორაძე;
· საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი;
· კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი;
· ფოლკლორისტი გიორგი დონაძე;
· კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი;
· მომღერალი ნატო მეტონიძე;
· „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი – თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე;
· მხატვარ-კერამიკოსი თამარ გრიგოლია;
· „საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მხატვარი გიორგი მარკოზაშვილი;
· „საქართველოს მხატვართა კავშირისა“ და „საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების“ თავმჯდომარე, მხატვარ-გრაფიკოსი გურამ ცერცვაძე;
· ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გიდი, სახალხო პოეტი რუზველტი მარცვალაშვილი;
· „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი ილია დათუაშვილი;
· ანსამბლ „გურჯაანის“ მომღერლები – ამირან გეთიაშვილი, ნიკოლოზ მამიაშვილი, ბიძინა სამხარაძე, ტარიელ ჯაჭვაძე, ივანე გოგინაშვილი;
· ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი უშანგი ირაკლი მათიკაშვილი.
„სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც საქვეყნო საქმეს ღირსეულად ასრულებთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე.
