მიხეილ ყაველაშვილმა ბაქოში მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
როგორც ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მტკიცე, მეგობრული ურთიერთობები და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთაშორისო და რეგიონულ ფორმატებში.
„განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი პარტნიორობა. გაფართოებულ შეხვედრას დელეგაციაში შემავალი საქართველოს პარლამენტის წევრები გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი, სავალან მირზოევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით

სასამართლომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა – ლევან კუპატაშვილი ბრალს „ფაქტების უხეშ მანიპულაციას“ უწოდებს