მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი ჯარი ჩვენი პატარა ქვეყნის, მამაცი ერის, უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია – ჩვენმა ჯარისკაცებმა, წინაპრებმა, გმირებმა სიცოცხლე გაიღეს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა

ჩვენმა ჯარისკაცებმა, ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა გმირებმა გაიღეს მთავარი, სიცოცხლე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა, „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ახალგაზრდებს მიმართა და უნიკალურ პროექტში მონაწილეობის დაწყება მიულოცა.
„ჩემო საამაყო ახალგაზრდებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჯარის ბანაკის გახსნას, ამ მართლაც უნიკალურ პროექტში მონაწილეობის დაწყებას. უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო თავდაცვისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტს უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებს. უნდა იცოდეთ ჩემო ძვირფასებო, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოთ ჩვენი ქართული ჯარის, ჩვენი სიამაყის ცხოვრების წესს, სამხედრო სწავლების სხვადასხვა მიმართულებებს. დარწმუნებული ვარ, ეს მონაკვეთი მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ და ენერგია, რასაც აქ დახარჯავთ იქნება სამაგალითო. უპირველეს ყოვლისა უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი ჯარი ჩვენი პატარა ქვეყნის, მამაცი ერის, უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ჯარისკაცებმა, ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა გმირებმა გაიღეს მთავარი, სიცოცხლე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა და ეს პროცესი გრძელდება, ჩვენი ჯარიც, ქვეყანაც ძლიერდება და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გავძლიერდებით“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – შეიძლება გინახავთ, მაგალითად, აშშ-ში სასამართლოზე ნახატებს აკეთებენ, იმიტომ, რომ გადაღება არ ხდება – ჩვენ მივდივართ დემოკრატიული განვითარების გზით და დემოკრატიული, წამყვანი ქვეყნებიდან ვიღებთ მაგალითებს