მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ეხმარებიან, რომ ქვეყანაში რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გამძაფრდეს – ჩემი მისია იქნება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ

ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებაში არსებობს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია, რომლის „უფრო მეტად გამძაფრებაშიც ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ეხმარებიან“.
„ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული. რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გაღვივებულია, მითუმეტეს, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“, ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი გვაქვს. მთავარი მოცემულობაა, რომ სწორედ, ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის